
ამერიკის კინოაკადემიამ დაასახელა 15 პრეტენდენტი ნომინაციაში 'საუკეთესო სპეცეფექტები'. ეს ფილმებია: 'ალისა საოცრებათა ქვეყანაში(2010)', 'ნარნიის ქრონიკები: აისის დამამორჩილებელი', 'ტიტანების ბრძოლა', 'ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი-ნაწილი 1', 'შეშლილთა კუნძული', 'პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები-ელვის გამტაცებლები', 'სტიქიის მბრძანებელი', 'სქოთ პილიგრიმი ყველას წინააღმდეგ', 'მოუმართავი', 'რკინის კაცი 2', 'სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშები', 'იმქვეყნიერი', 'ჯადოქრის მოწაფე', 'დასაწყისი' და 'ტრონი: მემკვიდრეობა'. ამ სიიდან მხოლოდ 5 ფილმი შეირჩევა ცერემონიისთვის და მათი სახელწოდებები 2011 წლის იანვარში გვეცოდინება. 'ოსკარის' ცერემონია 2011 წლის 27 თებერვალს გაიმართება ლოს-ანჯელესში. ცერემონიას წაიყვანენ ენ ჰეტევეი და ჯეიმს ფრანკო.
No comments:
Post a Comment