Wednesday, April 6, 2011

დაბადებულები საქართველოში


სტუდია 'სანგუკო' წარმოგიდგენთ ფილმს, რომელიც ასახავს აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს, სადაც აბსოლუტურ პრასტრაციაში მყოფი ოთხი მეგობარი, ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანურობა, მეგობრობის უნარი და თავი გაართვას იმ არსებულ შტამპს რომელსაც 'დაბადებული საქართველოში' ქვია. ფილმის რეჟისორი თაკო შავგულიძეა. მასში მსახიობები გიორგი გიორგანაშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, ნუცა კუხიანიძე, თამრი ბზიავა და კასტინგიდან შერჩეული ახალბედა მსახიობები თამაშობენ. ფილმის ქრონომეტრაჟი 80 წუთია. ფილმის მუსიკა გიო ცინცაძეს ეკუთვნის. “დაბადებულები საქართველოში” კინოსტუდია “სანგუკოსა” და “კონტროსლტუდიოს” ერთობლივი პროექტის “5-ის” ერთ-ერთი ფილმია. ფილმის პრემიერა 2011 წლის 28 აპრილსაა დაგეგმილი.

No comments:

Post a Comment