
რამოდენიმე დღის წინ გვინეტ პელტროუს ღამის ორ საათზე ფოტოები გადაუღეს თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად. არავინ არაფერს არ იფიქრებდა, მსახიობს დამალვა რომ არ ეცადა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პელტროუმ ერთ-ერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა მიწვეული მსახიობის სტატუსით და ძალიან დამეგობრდა მთავარი როლის შემსრულებელთან. სწორედ მასთან ერთად დააფიქსირეს პაპარაცებმა გვინეტი. მსახიობი დიდი ხანია «Coldplay»-ის სოლისტის კრის მარტინის მეუღლეა. ისინი ერთად ძალიან იშვიათად ჩანან ხალხში. გვინეტ პელტროუ, რომელიც დანიშნული იყო ბრედ პიტზე და ბენ აფლეკზე, აცხადებს, რომ ცნობილი წყვილები, რომლებიც ერთად დადიან, ერთმანეთს ხელს უწყობენ უფრო პოპულარულები გახდნენ. ასე, რომ შესაძლოა გვინეტი მხოლოდ მეგობრის პიარზე ფიქრობს.
No comments:
Post a Comment