Friday, April 15, 2011

რობერტ პატინსონი და ქრისტენ სტიუარტი დაშორდნენ


Daily Mirror-ის ცნობით, მსახიობებმა გადაწყვიტეს ერთმანეთისგან დასვენება. წყვილის მეგობრებს ეს არ გაკვირვებიათ: მათ სხვადასხვა ცხოვრების სტილი აქვთ, სხვადასხვა აზროვნება და გეგმები. მსახიობების ურთიერთობაზე გავლენას ახდენდა ასევე მათი გადატვირთული გრაფიკი. ცოტა ხნის წინ პატინსონმა ძაღლიც კი აიყვანა, რადგან თავს მარტოდ გრძნობდა. შეგახსენებთ, რომ სტიუარტი ძალიან ეჭვიანობდა რობერტის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებზე. ქრისტენს და რობერტს არც კი ეგონათ, რომ მათი ურთიერთობა „ბინდის“ ბოლო სერიის გადაღებებთან ერთად დამთავრდებოდა.

ამანდა სეიფრიდმა მკვდარი ცხენი შეიძინა


მსახიობმა გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა თავისი ძაღლისთვის, თავი მარტოდ რომ არ ეგრძნო მისი არყოფნის დროს. “ახლა მე მყავს კიდევ ერთი ცხოველი. ამ კვირაში მე ვიყიდე სამი კვირის წინ გარდაცვლილი ცხენი, ეს მინიატურული ცხენია. მას ახლო მომავალში ჩამომიყვანენ ლოს-ანჯელესიდან. იგი იქნება ჩემი ძაღლის ახალი მეგობარი, თუ რა თქმა უნდა ფინი არ შეეცდება მის შეჭმას. ფიტული ძალიან კარგადაა გაკეთებული”, - განაცხადა ამანდამ. ფილმ “წითელქუდა”-ს პრემიერაზე ჩასულ მსახიობს თავისი ძაღლის ვიდეოებიც კი ჰქონდა თან წაღებული. სწორედ ლოს-ანჯელესში შეურჩია ამანდან საყვარელ ცხოველს საჩუქარი.

Thursday, April 14, 2011

შიშველი ქეით უინსლეტის პორტრეტი 11 ათას ევროდ გაიყიდა


ერთ-ერთი ცნობილი ნაწყვეტი ჯეიმს ქემერონის ფილმიდან “ტიტანიკი” სწორედ ის სცენაა, სადაც ლეონარდო დი კაპრიოს გმირი ქეით უინსლეტის გმირს შიშველს ხატავს. აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში ქეითის პორტრეტი თვით რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა დახატა. პორტრეტზე არის ინიციალები J. D. - ჯეკ დოუსონი და აწერია თარიღი 1912 წლის 14 აპრილი. ეს საკმაოდ ძვირფასი ნივთია კინომანებისთვის. პორტრეტი ინტერნეტ-აუქციონით გაიყიდა. სად ინახებოდა პორტრეტი მთელი 13 წელი, არ არის ცნობილი. პორტრეტი უცნობმა მყიდველმა 11 ათას ევროდ შეიძინა.

ანჯელინა ჯოლიმ განცხადება გააკეთა თავის სვირინგთან დაკავშირებით


როდესაც ხალხმა ანჯელინას მკლავზე კიდევ ერთი ხაზი შეამჩნია. სვირინგი მისი შვილების დაბადების ადგილის კოორდინატებს აღნიშნავს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსახიობი კიდევ ერთი ბავშვის აყვანას აპირებდა. რამოდენიმე დღის წინ კი ანჯელინამ განაცხადა, რომ ის ქმართან ერთად ჯერ-ჯერობით არ გეგმავს ახალი ბავშვის აყვანას. კოორდინატები კი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯოლიმ მკლავზე დაიწერა – მისი ქმრის, ბრედ პიტისაა “N 35 19 44, W 96 55 26”.

Wednesday, April 13, 2011

ჰოლივუდელი მსახიობები, რომლებსაც გათხოვების ეშინიათ


მეგი – მთავარი გმირია ფილმში “გაქცეული პატარძალი”, რომლის როლიც ჯულია რობერთსმა შეასრულა. იმის და მიუხედავად, რომ გმირი მოგონილი პერსონაჟია, ჰოლივუდში უამრავი მისი პროტოტიპია. ლიუსი ლიუმ ერთ-ერთ გამოცემაში განაცხადა, რომ იგი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია და არ გეგმავს გათხოვებას საერთოდ. მას არ შეუძლია ვინმესთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება. სტრესი იყო გათხოვება სანდრა ბალოკისთვისაც, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ქორწინება მისთვის – საკმაოდ დიდი ვალდებულებაა, ამიტომაც იგი ამდენი ხანი იყო გაუთხოვარი. კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ჯერ-ჯერობით თავს იკავებს გათხოვებისგან – ქემერონ დიაზია, რომელიც ამბობს, რომ მას ეშინია ქორწინების. “მე არ მინდა ბავშვები და არც გათხოვება”, - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ გამოცემაში.

პენელოპა კრუსმა და ხავიერ ბარდემმა შვილი სახალხოდ გამოიყვანეს გასასეირნებლად


ცნობილი წყვილი ბავშვს დიდი ხანი მალავდა და არ გამოჰყავდა ხალხში. თავდაპირველად ისინი პენელოპას ორსულობასაც მალავდნენ, შემდეგ ბავშვის დაბადებას, ხოლო როდესაც გახდა ცნობილი, რომ მათ ბიჭი შეეძინათ, ისინი მის სახელს მალავდნენ. პაპარაცებს უჭირდათ მცირედი ინფორმაციის მოძიებაც კი წყვილის შესახებ. ჟურნალმა Us Weekly-მ შესძლო მოეპოვებინა ხავიერ ბარდემის და პნელოპას ფოტოები, მათ შვილთან ერთად.

საუველირო კომპანია DAMIANI პერის ჰილთონს სასამართლოში უჩივის


პერის ჰილთონს, ისევე როგორც მის მეგობარს ლინდსი ლოჰანს, პრობლემები აქვს კანონთან. მსახიობმა არ დააბრუნა უკან 60 ათასის სამკაულები, რომლებიც ცოტა ხნით ჰქონდა გამოტანილი. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს პერისის სახლიდან 2.8 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა მოიპარეს, მათ შორის კომპანია DAMIANI-დან წამოღებული ნივთები. 2010 წელს მსახიობს პოლიციამ ყველაფერი დაუბრუნა, მაგრამ პარისმა კომპანიას არაფერი მისცა უკან. სწორედ ამიტომ უჩივის მას კომპანია DAMIANI. ახლა პერისს საქმე სასამართლოსთან ექნება.